უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ
Статья 70. საქართველოს ვიზისა და საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაკრებელი და საფასური
1. უცხოელი საქართველოს ვიზის გაცემისათვის იხდის საკონსულო მოსაკრებელს „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო უცხოელი სასაზღვრო გამტარ პუნქტში მოკლევადიანი ორდინალური ვიზის გაცემისათვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ვიზის გაცემისათვის და მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის იხდის სახელმწიფო ბაჟს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. უცხოელი მომსახურების საფასურს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული ოდენობითა და წესით იხდის: ა) ამ კანონის მე-8 მუხლის 1 1 და 1 2 პუნქტებითა და მე-9 მუხლის 4 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გასაცემად, აგრეთვე D3 კატეგორიის და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას ან საქართველოს ვიზის ელექტრონულად გაცემას უზრუნველყოფენ იუსტიციის სახლი და სააგენტო, ან სააგენტოს ამ პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტი დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე; ბ) საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2788 - ვებგვერდი, 26.11.2014წ. საქართველოს 2015 წლის 8 მაისის კანონი №3602 – ვებგვერდი, 15.05.2015წ. კარი IV გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი თავი XV გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
