1.გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) და მიმღები საინვესტიციო ფონდის მფლობელებს უფლება აქვთ, ყოველგვარი საკომისიოს გადახდის გარეშე (გარდა ინვესტიციის გატანასთან დაკავშირებული ხარჯებისა) მოითხოვონ თავიანთი ერთეულების ან, თუ ეს შესაძლებელია, მათი გადაცვლა სხვა ერთეულებზე მსგავსი საინვესტიციო პოლიტიკის მქონე საინვესტიციო ფონდში, რომელსაც მართავს იგივე ან ნებისმიერი სხვა აქტივების მმართველი კომპანია, რომელსაც იმავე აქტივების მმართველ კომპანიასთან აკავშირებს საერთო მმართველობა ან ან პირდაპირი ან არაპირდაპირი ფლობა.


