1.პირისთვის (გარდა ამ მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული პირებისა) საანგარიშო პერიოდია კალენდარული წელი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
1.პირისთვის (გარდა ამ მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული პირებისა) საანგარიშო პერიოდია კალენდარული წელი.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Всегда актуальная правовая база
2.რეზიდენტი საწარმოსთვის, ორგანიზაციისა და საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებისთვის (პირები, რომლებიც მოგების გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე.
3.პირისთვის, რომელიც საშემოსავლო/მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის მე-80 მუხლის 7 1 ნაწილით, 97-ე მუხლის 9 3 ნაწილით ან 309-ე მუხლის მე-16 ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნაწილში საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე.
4.სათამაშო აპარატების სალონის მომწყობისთვის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორისთვის საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე.
5.არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ქონების/აქტივის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული ნამეტის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე. საქართველოს 2016 წლის 13 მაისის კანონი №5092 - ვებგვერდი, 01.06.2016წ. საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №97 - ვებგვერდი, 23.12.2016წ. საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2391 – ვებგვერდი, 12.06.2018წ. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1191 – ვებგვერდი, 28.12.2021წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2590 – ვებგვერდი, 24.02.2023წ. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2768 – ვებგვერდი, 18.04.2023წ. საქართველოს 2023 წლის 13 დეკემბრის კანონი №3903 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 13 დეკემბრის კანონი №3902 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4364 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.