საქართველოს საგადასახადო კოდექსი
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Только для информации — не юридическая консультация.
1. არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, შემდეგი განაკვეთებით: ა) დივიდენდები – ამ კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით; ბ) პროცენტები – ამ კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით; ბ 1 ) როიალტი – 5 პროცენტით; გ) საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები – 10 პროცენტით; დ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელებისას არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორების მიერ მიღებული შემოსავალი – 4 პროცენტით; დ 1 ) ფიზიკური პირისთვის გადახდილი საიჯარო მომსახურების თანხა − ამ კოდექსის 81-ე მუხლით განსაზღვრული განაკვეთით; ე) გადახდილი სხვა თანხები, რომლებიც ამ კოდექსით ითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად, – 10 პროცენტით; ვ) ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი – ამ კოდექსის 81-ე მუხლით განსაზღვრული განაკვეთით. 1 1 . შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „ბ 1 “ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, 15 პროცენტით.
2. ამ მუხლის მიზნებისათვის გადასახდელები, რომლებიც გადაიხდება საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების მიერ ან მისი სახელით, ითვლება რეზიდენტი საწარმოს მიერ გადახდილად.
3. არარეზიდენტს, რომელიც იღებს ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“–„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემოსავლებს და იბეგრება გადახდის წყაროსთან, უფლება აქვს, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარადგინოს დეკლარაცია დაკავებული გადასახადის გადაანგარიშების და დაბრუნების მოთხოვნით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შემთხვევაში: ა) არარეზიდენტის დასაბეგრი შემოსავალი/მოგება განისაზღვრება, როგორც სხვაობა საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებულ გამოსაქვით თანხებს შორის; ბ) (ამოღებულია - 13.05.2016, №5092) ; გ) არარეზიდენტის მიერ გადახდილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ, გადახდის წყაროსთან დაბეგრილ თანხას.
5. (ამოღებულია - 13.05.2016, №5092) . საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5202 - ვებგვერდი, 22.11.2011წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №64 46 – ვებგვერდი, 25 .0 6 .2012წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3581 - ვებგვერდი, 15.05.2015წ. საქართველოს 2016 წლის 13 მაისის კანონი №5092 - ვებგვერდი, 01.06.2016წ. თავი XIX საგადასახადო აღრიცხვის წესები
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საგადასახადო კოდექსი