საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 181^1. დღგ-ის თანხის დაბრუნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დასაბეგრი პირისთვის
1. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დასაბეგრ პირს უფლება აქვს დაიბრუნოს საქართველოში საქონლის (გარდა უძრავი ნივთისა)/მომსახურების შეძენისას ან საქონლის იმპორტისას გადახდილი დღგ-ის თანხა, თუ აღნიშნული პირი აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას: ა) პირს საქართველოში არ აქვს ფიქსირებული დაწესებულება ან მისი საქმიანობის ან/და მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში არ არის; ბ) პირის მიერ საქართველოში შეძენილი საქონელი/მომსახურება ან იმპორტირებული საქონელი დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოიყენება; გ) მსგავსი ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში საქართველოში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი, ამ კოდექსის შესაბამისად, უფლებამოსილი იქნებოდა, ჩაეთვალა გადახდილი დღგ.
