საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 190. აქციზის გადახდის წესი
1. აქციზის საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე.
2. აქციზი გადახდას ექვემდებარება არა უგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. საქონლის იმპორტისას აქციზი გადაიხდება იმპორტის გადასახდელისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.
4. (ამოღებულია – 20.12.2011, №5557) . საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №4547 - ვებგვერდი, 05.05.2011წ. საქართველოს 2011 წლის 14 ივნისის კანონი №4754 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4935 - ვებგვერდი, 30.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5557 - ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი №1886 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.
