საქართველოს საგადასახადო კოდექსი
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Только для информации — не юридическая консультация.
1. საერთაშორისო კომპანია არის საქართველოს საწარმო, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობებს ახორციელებს და შემოსავალს მხოლოდ ამ საქმიანობებიდან იღებს.
2. პირს საერთაშორისო კომპანიის სტატუსს ანიჭებს საქართველოს მთავრობა.
3. საერთაშორისო კომპანიის მიერ ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული არ არის, იწვევს მისთვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის გაუქმებას ამ საქმიანობის დაწყების წლის 1 იანვრიდან.
4. საერთაშორისო კომპანია არ შეიძლება შეიქმნას თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში.
5. (ამოღებულია - 14.07.2020, №6817) .
6. (ამოღებულია - 14.07.2020, №6817) .
7. საერთაშორისო კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება.
8. საერთაშორისო კომპანიის მიერ გაცემული დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდის მიმღები პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.
9. საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განისაზღვრება.
10. საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთია 5 პროცენტი.
11. საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა მიიღება დაბეგვრის ობიექტის მიხედვით განხორციელებული განაცემის/გაწეული ხარჯის ოდენობის 0.95-ზე გაყოფით.
12. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ხარჯის საქართველოში გაწევის შემთხვევაში საერთაშორისო კომპანიას უფლება აქვს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით შეამციროს მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა, ამ ხარჯის ოდენობით.
13. საერთაშორისო კომპანია გათავისუფლებულია ქონების (გარდა მიწისა) გადასახადისაგან, თუ ეს ქონება საქართველოს მთავრობის დადგენილებით ნებადართული საქმიანობის განხორციელებისათვის არის გამიზნული ან გამოიყენება.
14. საგადასახადო ორგანოსთვის დაქირავებულების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
15. პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესს ადგენს, აგრეთვე საერთაშორისო კომპანიისათვის ნებადართული საქმიანობის სახეებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა . საქართველოს 2016 წლის 13 მაისის კანონი №5092 - ვებგვერდი, 01.06.2016წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2768 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საგადასახადო კოდექსი