Статья 113^1. სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2010 წლის 1 იანვრამდე გაცემული სესხები
1. სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2010 წლის 1 იანვრამდე გაცემულ სესხებზე წარმოშობილი ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების შემთხვევაში, თუ შესაბამისი ხელშეკრულება ითვალისწინებს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალებას რაიმე ფორმით, სესხის მიმღების მიმართ გამოიყენება ამ კოდექსის 63-ე მუხლი. ამასთანავე, ასეთ შემთხვევაში სესხის გამცემი არ არის შეზღუდული ამ კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული 6-თვიანი ვადით.
2. თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2010 წლის 1 იანვრამდე გაცემულ სესხებზე დადებული შესაბამისი ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალებას არც ერთი ფორმით, სესხის მიმღების მიმართ ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის ადმინისტრირებას საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით ახორციელებს საგადასახადო ორგანო საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესებით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ საკითხზე საქართველოს ფინანსთა მინისტრისათვის მიმართვისა და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით .
3. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სესხის მიმღებზე, თუ: ა) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის შესახებ სასამართლოში მიმდინარეობს საქმის განხილვა; ბ) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის შესახებ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება. საქართველოს 2010 წლის 29 ივნისის კანონი №3265 - სსმ I, №32 06.07.2010 წ., მუხ.198 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4108 - სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.483
