1.ამ კოდექსით დადგენილ უფლებათა განხორციელებისას და დაწესებულ ვალდებულებათა შესრულებისას საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ისარგებლოს პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურებით.
2.პირადი საგადასახადო მრჩეველი არის საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი, რომელიც გადასახადის გადამხდელს უწევს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ მომსახურებას. პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურება არ ითვალისწინებს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების თანხობრივი ოდენობის განსაზღვრას.
3.პირადი საგადასახადო მრჩევლის მიერ გადასახადის გადამხდელისთვის გასაწევი მომსახურების სახეებს, მომსახურებით სარგებლობის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

