საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 49^1. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები
Редакция №244 Сверено с действующей редакцией · 10 июн. 2026 г.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Только для информации — не юридическая консультация.
1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.
2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საგადასახადო კოდექსი