თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ
Статья 1. კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია საქართველოში ტურიზმის განვითარება და მეწარმეობის ხელშეწყობა, რისთვისაც ეს კანონი ადგენს პირობებს თავისუფალ ტურისტულ ზონებში სასტუმროების მშენებლობისა და ფუნქციონირებისათვის, ასევე საგადასახადო და სხვა შეღავათებს. საქართველოს 20 10 წლის 17 დეკემბრის კანონი № 4123 -სსმI, № 75 , 27 .
12 .20 10 წ.,მუხ. 488 საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4647 - ვებგვერდი,13.05.2011წ. მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო 1. ეს კანონი ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ თავისუფალ ტურისტულ ზონებზე, რომელთა კოორდინატებიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თავისუფალი ტურისტული ზონის კოორდინატები შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზედაც ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარებული არ არის, მაგრამ რომელსაც აქვს ტურისტული განვითარების პოტენციალი. საქართველოს 20 10 წლის 17 დეკემბრის კანონი № 4123 -სსმI, № 75 , 27 .
12 .20 10 წ.,მუხ. 488 საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4647 - ვებგვერდი,13.05.2011წ. საქართველოს 2012 წლის 28 ივნისის კანონი №6576 - ვებგვერდი, 05.07.2012წ. საქართველოს 2015 წლის 10 დეკემბრის კანონი №4599 - ვებგვერდი, 22.12.2015წ.
