Статья 1. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძვლებს, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების უფლება-მოვალეობებს, საგზაო მოძრაობის წესებსა და პირობებს, საგზაო ნიშნებსა და საგზაო მონიშვნებს, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისა და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ზოგად მოთხოვნებს.
2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე მონაწილეობენ საგზაო მოძრაობაში, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო მოძრაობაში მყოფ სატრანსპორტო საშუალებაზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. ამ კანონის მიზნებისათვის საგზაო მოძრაობად არ მიიჩნევა მოძრაობა: ა) იმ გზაზე, რომელიც უფლებამოსილი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს გადაწყვეტილებით სპორტული ან მასობრივი ღონისძიების ჩასატარებლად დროებით დახურულია საგზაო მოძრაობისათვის; ბ) საგზაო მოძრაობისათვის მუდმივად დახურულ იმ ტერიტორიაზე, რომელიც განკუთვნილია სატრანსპორტო საშუალებებით სპორტული ღონისძიების ჩასატარებლად.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
