1.სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, მუნიციპალიტეტი ქონების მმართველს მიმართავს განცხადებით სახელმწიფო ქონების სარგებლობაში პირველადი გადაცემის შესახებ. ქონების მმართველი ამ განცხადებით მიმართვიდან 2 კვირის ვადაში, დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას განცხადებაში დასმულ საკითხზე თანხმობის გაცემის თაობაზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო ქონების შესაბამისი ორგანოსთვის სარგებლობაში გადაცემის სათანადო მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის საფუძველია, ან სახელმწიფო ქონების გადაცემაზე მოტივირებულ უარს აცხადებს. ქონების მმართველის მიერ სახელმწიფო ქონების გადაცემაზე უარის განცხადების შემთხვევაში სახელმწიფო ქონების გადაცემის საკითხი განიხილება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით.
