სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ
Статья 40. სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოების გაგრძელება ბრალდებულის საქართველოს ტერიტორიაზე დაკავების ან დადგენის შემთხვევაში
თუ ბრალდებული, რომლის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალების დამოწმებული ასლებიც გადაიგზავნა უცხო სახელმწიფოში, შემდგომ დაკავებული ან დადგენილი იქნება საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კომპეტენტური ორგანოები გააგრძელებენ მის მიმართ სამართალწარმოებას. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პროკურატურის მეშვეობით დაუყოვნებლივ ეცნობება უცხო სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3803 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.
