Статья 11. უცხო ქვეყნის სპეციალისტისათვის საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების უფლების მინიჭება
1. უცხო ქვეყნის სპეციალისტი ამ კანონით დადგენილი წესით შეიძლება მოწვეულ იქნეს საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურებისათვის.
2. სამინისტრო ექიმთა პროფესიულ ასოციაციებთან ერთად განსაზღვრავს იმ საექიმო სპეციალობათა ნუსხას, რომელთა განვითარებისათვის ან შესაბამის სამედიცინო მომსახურებაზე საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილებისათვის მიზანშეწონილია უცხო ქვეყნის სპეციალისტის საქართველოში მოწვევა და მისთვის დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭება.
