1.განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურებიდან 2 კვირის ვადაში საქპატენტი ინსტრუქციით დადგენილი წესით იწყებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას, რომლის დროსაც მოწმდება განაცხადის ამ კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა და საგანაცხადო მასალების გაფორმების სისწორე.
