1.სასამართლო საქპატენტის მიერ გაცემულ პატენტს ან ვალიდირებულ ევროპულ პატენტს სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობს, თუ დადგინდა, რომ: ა) პატენტის საგანი პატენტუნარიანი არ არის; ბ) პატენტი გამოგონებას არ აღწერს ისეთი სისრულით, რომ შესაძლებელი იყოს მისი განხორციელება; გ) პატენტის საგანი განეკუთვნება ისეთ ობიექტს, რომელიც, ამ კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, გამოგონებად არ მიიჩნევა; დ) პატენტის საგანი განეკუთვნება ისეთ ობიექტს, რომელზედაც, ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, პატენტი არ გაიცემა; ე) პატენტის საგანი სცდება შეტანილი განაცხადის შინაარსის ფარგლებს, ან პატენტი გაცემულია გამოყოფილი განაცხადის საფუძველზე და მისი საგანი სცდება შეტანილი პირველი განაცხადის შინაარსის ფარგლებს; ვ) პატენტის მფლობელს არ ჰქონდა პატენტის მიღების უფლება ამ კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად; ზ) პატენტით განსაზღვრული დაცვის ფარგლები გაფართოვდა.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პატენტის მიღების უფლებამოსილების მქონე პირმა შეიძლება პატენტის ბათილად ცნობის ნაცვლად პატენტის მისთვის გადაცემა მოითხოვოს. 2 1 . საქპატენტი პატენტს სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობს: ა) პატენტის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე; ბ) ამ კანონის 42 1 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე; გ) ამ კანონის 68 5 მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე, თუ დადგინდა, რომ სასარგებლო მოდელი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 71 1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სასარგებლო მოდელის დაცვისუნარიანობის კრიტერიუმებს.
3.პატენტის სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ ინფორმაცია შეიტანება რეესტრში და ქვეყნდება ბიულეტენში. საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183 საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.



