1.საბირჟო გარიგება იდება მხოლოდ საბირჟო საქონელზე.
2.საბირჟო გარიგებად ითვლება ბირჟის მიერ რეგისტრაციაში გატარებული ხელშეკრულება (შეთანხმება), რომელიც საბირჟო ვაჭრობის მონაწილეთა შორის საბირჟო საქონელზე და საბირჟო ვაჭრობის დროს დადებულია საჯაროდ.
3.საბირჟო საქონლად არ ითვლება უძრავი ქონება და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი, აგრეთვე მათთან დაკავშირებული სხვა გარიგებანი.
4.გარიგება, რომელიც განხორციელდა ბირჟაზე, მაგრამ არ შეესაბამება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნებს, არ ჩაითვლება საბირჟო გარიგებად. ასეთი გარიგება არ შეიძლება განხორციელდეს ბირჟის სახელითა და სახსრებით და მასზე ბირჟის გარანტიები არ ვრცელდება.






