ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ
Статья 34^1. საფონდო ბირჟის წესები
1. საფონდო ბირჟის სავაჭრო წესები : ა ) განსაზღვრავს საფონდო ბირჟაზე დადებულ გარიგებებთან დაკავშირებული დავების მოგვარების მეთოდებსა და პროცედურებს ; ბ ) განსაზღვრავს საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის პროცედურებს და კონკრეტული ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის დროებით ან სამუდამოდ შეწყვეტის პირობებს ; გ ) განსაზღვრავს საფონდო ბირჟაზე სავაჭრო სესიების დღეებსა და საათებს ; დ ) განსაზღვრავს საბირჟო ვაჭრობის მონაწილე პირთა უფლება - მოვალეობებს და ჯარიმებს ამ მოთხოვნათა დარღვევისათვის ; ე ) განსაზღვრავს კოტირებისა და გამოცხადების პროცედურას , ასევე კოტირების ფორმასა და შინაარსს და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობასთან დაკავშირებულ საბაზრო მონაცემებს ( წესები უნდა ემსახურებოდეს სამართლიან და ინფორმაციულ კოტირებათა წარმოქმნას , არ უნდა უშვებდეს შეცდომაში შემყვან და ცრუ კოტირებებს და ხელს უნდა უწყობდეს კოტირებათა შეგროვებისა და გავრცელების მოწესრიგებულ პროცედურებს ); ვ ) განსაზღვრავს საფონდო ბირჟის საინფორმაციო საშუალებებს ; ზ ) განსაზღვრავს საფონდო ბირჟაზე დადებული გარიგებების აღრიცხვის წესებს , რომლებიც აუცილებელია წევრებს შორის დადებულ გარიგებათა შესახებ ჩანაწერების შექმნისა და შემდგომი ანგარიშსწორებისათვის ; თ ) განსაზღვრავს სავაჭრო ოპერაციების განსახორციელებლად ბროკერების საფონდო ბირჟაზე დაშვების პროცედურას , მათ შორის , საკვალიფიკაციო / საგამოცდო მოთხოვნებს , ბროკერთა საქმიანობაზე ზედამხედველობისა და მათი სავაჭროდ დაშვების დროებით ან სამუდამოდ გაუქმების პირობებს ; ი ) უზრუნველყოფს გაყალბებისა და მანიპულირების თავიდან ასაცილებელ მექანიზმებს ; ხელს უწყობს სამართლიანი და თანასწორუფლებიანი ვაჭრობის პრინციპების დამკვიდრებას , აგრეთვე რეგულირებაში , კლირინგში , ანგარიშსწორებასა და ინფორმაციის დამუშავებაში ჩართული პირების საქმიანობის კოორდინაციისა და თანამშრომლობის განვითარებას ფასიანი ქაღალდებით გარიგებებისათვის ხელის შეწყობის მიზნით ; კ ) კრძალავს დისკრიმინაციას ერთნაირი სტატუსის მქონე კლიენტებს , ემიტენტებს , საბროკერო კომპანიებსა და ბროკერებს შორის . 1 1 . საფონდო ბირჟის წესები ძალაში შესულად ითვლება საქართველოს ეროვნულ ბანკთან მათი შეთანხმების შემდეგ. ახალი წესების მიღება, არსებულ წესებში ცვლილების შეტანა ან მათი გაუქმება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობის საფუძველზე. 1 2 . ამ მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახალი წესების მიღების, არსებულ წესებში ცვლილების შეტანის ან მათი გაუქმების თაობაზე წარდგენილ შეტყობინებას საქართველოს ეროვნული ბანკი 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს და საფონდო ბირჟას აცნობებს წერილობით თანხმობას ან დასაბუთებულ უარს. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 20 სამუშაო დღით, თუ საქართველოს ეროვნული ბანკი წინასწარ აცნობებს განმცხადებელს ამის თაობაზე. საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობა გაცემულად ჩაითვლება, თუ იგი წერილობითი შეტყობინების მიღების შემდეგ ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ აცნობებს განმცხადებელს უარს ახალი წესების მიღებაზე, არსებულ წესებში ცვლილების შეტანაზე ან მათ გაუქმებაზე.
