„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში
Статья 34. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შედგენა
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების მმართველობის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ განსაზღვრული წესით ადგენენ შესაბამისი საფინანსო ორგანოები და იგი ეფუძნება : შემოსავლის საკუთარ წყაროებს ; დამატებითი შემოსავლის წყაროებს , რომელსაც გამოძებნიან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოები ; შესაბამისი ტერიტორიის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ღონისძიებების დაფინანსებისათვის საჭირო სახსრების მოთხოვნილებებს .
