„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში
Статья 37. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შესრულების ანგარიში
1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შესრულების ანგარიშს ადგენენ შესაბამისი საფინანსო ორგანოები და განსახილველად წარუდგენენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს და ადგილობრივი თვითმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობით ორგანოებს . ანგარიშის განხილვა და დამტკიცება ხდება ამ კანონის 26- ე მუხლში მოცემული წესის ანალოგიურად . ბიუჯეტის შესრულების ანგარიში დადგენილ ვადაში წარედგინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს კონტროლის პალატას .
2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შესრულების ანგარიში ქვეყნდება პრესაში . საქართველოს 2002 წლის 18 იანვრის კანონი №1256-სსმI,№2,04.02.2002წ.,მუხ.12
