„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში
Статья 36. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შესრულება
1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შესრულებას ორგანიზაციას უწევენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოები და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ადგილობრივი თვითმართველობის (მმართველობის) ორგანოები , აგრეთვე შესაბამის ტერიტორიაზე არებული საფინანსო და საგადასახადო სამსახურები .
2. ბიუჯეტი სრულდება შემოსავლისა და გასავლის განწერის მიხედვით კვარტალური და თვიური დაყოფით , რომელსაც ადგენს შესაბამისი საფინანსო ორგანო , ხოლო იქ , სადაც ასეთი არ არის , მმართველობის ადგილობრივი ორგანო - დამტკიცებული ბიუჯეტის თანახმად .
3. ბიუჯეტის შესრულების პროცესში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლობითი ხელისუფლებისა და ადგილობრივ თვითმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობით ორგანოებს შეუძლიათ შეიტანონ ცვლილება ბიუჯეტის შემოსავალსა და ხარჯებში დადგენილი წესით ბიუჯეტის დეფიციტის ზღვრული ოდენობის გაზრდის გარეშე .
