„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით
Статья 15. გარდამავალი დებულებანი
1. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შექმნასთან დაკავშირებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და საქართველოს პრეზიდენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენა.
2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, ამ კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში გამოსცეს ბრძანებულება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.
3. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაასრულოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი და ფინანსური ღონისძიებების გატარება.
4. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა საზედამხედველო ორგანოებთან შეთანხმებით უზრუნველყოს ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და გადაცემის წესისა და პირობების შესახებ შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება (გამოცემა) და მათი პერიოდული სრულყოფა, ხოლო მონიტორინგის განმახორციელებელმა პირებმა უზრუნველყონ ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული შიდა ინსტრუქციების შემუშავება.
5. საზედამხედველო ორგანოებმა უზრუნველყონ ამ კანონისა და მის საფუძველზე მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების დამრღვევი მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისათვის სანქციების (ფინანსური სანქციების ჩათვლით) განსაზღვრისა და დაკისრების წესის მიღება (გამოცემა). 5 1 . ფინანსურმა ინსტიტუტებმა 2012 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყონ ამ კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნების გავრცელება იმ კლიენტებსა და მათ ბენეფიციარ მესაკუთრეებზე, რომლებთანაც აქვთ საქმიანი ურთიერთობები 2012 წლის 1 იანვრისთვის. 5 2 . მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებული არიან , ფაქტობრივი გარემოებებისა და შესაბამისი რისკების გათვალისწინებით უზრუნველყონ სათანადო ვადაში , მაგრამ არაუგვიანეს 2015 წლის 31 დეკემბრისა , ამ კანონის მე -6 მუხლის 10 1 და 10 2 პუნქტებით გათვალისწინებული კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის ზომების გავრცელება იმ კლიენტებზე , რომლებთანაც აქვთ საქმიანი ურთიერთობა 2015 წლის 1 იანვრისათვის . ამასთანავე , მონიტორინგის განმახორციელებელმა პირებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ასეთი კლიენტების მიმართ ადრე მიღებული იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის ზომების მიღების დროს და მიღებული ინფორმაციის შესაბამისობას .
