„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით
Статья 10^1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი
1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ხელმძღვანელობს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი, რომელსაც 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება: ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) სერიოზული სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენისას; გ) ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავისი მოვალეობის შეუსრულებლობისას, სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობისას, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისას; ე) სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას.
3. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2464 - ვებგვერდი, 02.06.2014წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3376 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. მუხლი 10 2 . საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მართვა და ბიუჯეტი 1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ფუნქციები, მის მართვასთან, სტრუქტურასთან, ანგარიშვალდებულებასთან, წარმომადგენლობასა და კონტროლთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებით და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულებით, რომელსაც საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საშტატო ნუსხას და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
3. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მოხელის შრომის ანაზღაურების ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საბანკო სისტემაში არსებულ შრომის ანაზღაურების დონეს. სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურის შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.
