სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ
Статья 16. უცხო სახელმწიფოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურების ეფექტი საქართველოში მიმდინარე სისხლისსამართლებრივ პროცედურებზე
1. საქართველოში ექსტრადირებას დაქვემდებარებული პირის უცხო სახელმწიფოში დაპატიმრების შემთხვევაში საქართველოში მისი პატიმრობის ვადა აითვლება საქართველოს შესაბამისი ორგანოებისთვის მისი ფაქტობრივად გადმოცემის მომენტიდან. საქართველოში ექსტრადირებას დაქვემდებარებული პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირების მიზნით პატიმრობის ვადა ჩაითვლება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის საერთო ვადაში.
2. დაუშვებელია საქართველოში ექსტრადირებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება ან პირის მსჯავრდება მის გადმოცემამდე რაიმე სხვა დანაშაულის ჩადენისთვის, გარდა იმ დანაშაულისა, რომლის ჩადენისთვისაც იგი საქართველოში იქნა ექსტრადირებული (სპეციალობის წესი).
