1.პირი საერთაშორისო სასამართლოს გადაეცემა, თუ თხოვნიდან და თანდართული მასალებიდან გამომდინარეობს, რომ ჩადენილი ქმედება საერთაშორისო სასამართლოს განსჯადია.
2.თუ საერთაშორისო სასამართლო სტატუტის მე-17–მე-19 მუხლების შესაბამისად იხილავს საჩივარს განსჯადობის თაობაზე, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, თხოვნის შესრულება იმ ვადით გადადოს საერთაშორისო სასამართლოს მიერ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე.
3.საქართველოს მოქალაქის საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემის შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია თხოვნით მიმართოს საერთაშორისო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ ამ პირის საქართველოში დაბრუნების თაობაზე.





