Статья 3. ინტერესების დაფიქსირება
1. საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან სამეწარმეო საქმიანობაში პირადი ინტერესებისა და სფეროს შესახებ წერილობით განაცხადონ თანამდებობაზე არჩევის, დანიშვნის ან დამტკიცებისთანავე ან შემდგომ, თუ ასეთი ინტერესები წარმოიშვა.
2. პარლამენტის წევრს, სხვა საჯარო მოსამსახურეს, რომელიც წერილობით განაცხადებს სამეწარმეო საქმიანობის სფეროში პირადი ინტერესების შესახებ, უფლება აქვს თავი შეიკავოს შესაბამისი ნორმატიული აქტის განხილვაში მონაწილეობისაგან. თავი II. ლობისტად რეგისტრაცია
