Статья 8. განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ
1. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების შემუშავების, გამოქვეყნების, განცხადებაში ცვლილებების შეტანის წესი განისაზღვრება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე -9 მუხლითა და ამ დებულებით.
2. ღია ტენდერის ჩატარების შემთხვევაში სატენდერო კომისია შემსყიდველი ორგანიზაციის სახელით აქვეყნებს განცხადებას ტენდერის ჩატარების შესახებ. ა) გაზეთში ,,საქართველოს რესპუბლიკა“; ბ) თუ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 600000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში 8000000 ლარს უგზავნის საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობებს, აგრეთვე აქვეყნებს ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებულ გაზეთში და უცხო ქვეყნების იმ პერიოდულ ან სპეციალიზებულ გამოცემებში, რომლებიც ფართოდ ვრცელდება საერთაშორისო მასშტაბით.
3. ღია ტენდერის ჩატარების შემთხვევაში განცხადების გავრცელებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ინფორმაციის გავრცელების სხვა საშუალებაც. ინფორმაციის გავრცელების სხვა საშუალებების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნების შემდეგ. ტენდერის გამოცხადების ოფიციალურ თარიღად ითვლება ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებში მითითებულ საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნებული განცხადების თარიღი (იმისდა მიხედვით, პირველად რომელში გამოქვეყნდება), ხოლო დახურული ტენდერის შემთხვევაში – განცხადების დაგზავნის თარიღი.
