ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ
Статья 16. საქმიანობის ლიცენზიის ამოქმედება და მოქმედების ვადა
1. საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელი უფლებამოსილია სალიცენზიო მოწმობის მიღებამდე შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე განახორციელოს ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა.
2. ლიცენზიის გამცემის მიერ კანონით განსაზღვრულ ვადაში ლიცენზიის გაცემის ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს შეუძლია განახორციელოს ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა მხოლოდ სალიცენზიო მოწმობის მიღების შემდეგ.
