1.საქართველოს წლიური მოთხოვნილების გათვალისწინებით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების სახელმწიფო კვოტებს ყოველწლიურად განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დასამტკიცებლად წარუდგენს გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტს. 1 1 . სახელმწიფო უზრუნველყოფს ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ხელმისაწვდომობას საჭირო რაოდენობითა და ფორმით , სამედიცინო , სამეცნიერო და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა მიზნებისათვის , საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად .
