1.სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები, მათზე დამოკიდებულების ჩამოყალიბების მაღალი პოტენციალის, მათი გავრცელების, ზემოქმედების ხანგრძლივობის, სოციალური მნიშვნელობისა და ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის საშიშროების მიხედვით , შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I, II, III და IV სიაში : ა) I სია − ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებები − უმაღლესი სამედიცინო და სოციალური რისკის მქონე ნარკოტიკული საშუალებები , აგრეთვე სამედიცინო და სოციალური რისკის თვალსაზრისით მათთან გათანაბრებული სხვა ნივთიერებები, რომელთა ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე მკაცრად არის შეზღუდული; ბ) II სია − ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებები − მაღალი სამედიცინო და სოციალური რისკის მქონე, საქართველოს ტერიტორიაზე სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის ნებადართული ნარკოტიკული საშუალებები , მათი წამლის ფორმები, აგრეთვე სამედიცინო და სოციალური რისკის თვალსაზრისით მათთან გათანაბრებული სხვა ნივთიერებები, რომელთა ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე შეზღუდულია ; გ) III სია − ფსიქოტროპული ნივთიერებები − საშუალო სამედიცინო და სოციალური რისკის მქონე, საქართველოს ტერიტორიაზე სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის ნებადართული ფსიქოტროპული ნივთიერებები , მათი წამლის ფორმები , აგრეთვე სამედიცინო და სოციალური რისკის თვალსაზრისით მათთან გათანაბრებულ ი სხვა ნივთიერებები ; დ) IV სია − პრეკურსორები − ნივთიერებები (პრეკურსორები ) , რომლებიც ხშირად გამოიყენება ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო დამზადებისათვის.
2.საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა სიები მოცემულია ამ კანონის №1 დანართში და მისი განუყოფელი ნაწილია .
3.სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები სიებში შეტანილია მათი საერთაშორისო არარეგისტრირებული (გენერიკული) დასახელებით ან/და ქიმიური დასახელებით ან/და არარეგისტრირებული ტრივიალური დასახელებით. სიებს ავტომატურად მიეკუთვნება მათში შეტანილ ნივთიერებ ათა , აგრეთვე მათი მარილების, ეთერების, ფუძეებისა და იზომერების წამლის ფორმები, ასეთ ებ ის არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი სავაჭრო დასახელებით, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა .
4.ადგილობრივი ნარკოლოგიური, ეპიდემიოლოგიური და კრიმინოგენული სიტუაციის გათვალისწინებით, სათანადო დასაბუთების შემთხვევაში, დასაშვებია სიებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, კერძოდ, რომელიმე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ერთი სიიდან მეორეში გადატანა, სიიდან ამოღება ან სიაში ახალი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დამატება.
5.სიებში ცვლილების ან/და დამატების შეტანის საფუძველია: ა) გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალური შეტყობინება; ბ) სამედიცინო დაწესებულებების, საექსპერტო-კრიმინალისტიკური, სასამართლო-საგამოძიებო ან/და სამართალდამცავი ორგანოების ხელთ არსებული, სტატისტიკურად დადასტურებული ინფორმაცია კონკრეტული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების სოციალური საფრთხის შემცველი უკანონო მოხმარების ფაქტებზე.
6.საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა სიებში ცვლილებები და დამატებები შეაქვს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობის შესაბამისი რეკომენდაციის გათვალისწინებით.
7.მცენარის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის სიებისათვის მიკუთვნების საკითხის განსაზღვრისას სახელმძღვანელო დ გამოიყენება მხოლოდ სიები ან/და კომპეტენტური ორგანოს განმარტებები.





