Статья 49. საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსია
1. საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) მიწის ნაკვეთის დანიშნულება; ბ) მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა/მისამართი; გ) მიწის ნაკვეთის ფართობი; დ) სერვიტუტის საზღვრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) სასაზღვრე გვერდების ზომები; ვ) შენობა-ნაგებობის რიგითი ნომრები და მათი განაშენიანების ფართობები; ზ) ჩრდილოეთის მიმართულების მაჩვენებელი ნიშანი; თ) მიწის ნაკვეთის აზომვის თარიღი; ი) პირობითი ნიშნები.
2. საკადასტრო აზომვითი ნახაზის ფონად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ორთოფოტოგეგმა.
3. საკადასტრო აზომვითი ნახაზის მასშტაბი უნდა შეირჩეს მონაცემთა გარკვევით წაკითხვის შესაძლებლობის გათვალისწინებით, კერძოდ: 1:500, 1:1000, 1:2000 ან 1:5000.
