უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
Всегда актуальная правовая база
1.უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის მიზნით საქართველოს ტერიტორია იყოფა სარეგის-ტრაციო ზონებად, ხოლო თითოეული რეგისტრაციის ზონა – სექტორებად, სექტორი კი – კვარტალებად.
2.სარეგისტრაციო ზონის, სექტორისა და კვარტალის საზღვრებს ამტკიცებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე.
3.სარეგისტრაციო ზონის საზღვარი ძირითადად უნდა ემთხვეოდეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ადმინისტრაციულ საზღვრებს. მყარი ადმინისტრაციული საზღვრების არარსებობის შემთხვევაში სარეგისტრაციო ზონის საზღვარი დგინდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
4.სექტორის საზღვრები არ უნდა კვეთდეს ზონის საზღვრებს და ძირითადად უნდა ემთხვეოდეს დასახლებების (სოფელი, დაბა, ქალაქი), დასახლებათა გაერთიანებების (თემი) და დასახლებების ნაწილების (უბნების) საზღვრებს.
5.კვარტალის საზღვრები არ უნდა კვეთდეს სექტორის საზღვრებს. კვარტალების საზღვრები ძირითადად უნდა გადიოდეს ადვილად იდენტიფიცირებად და დროში შედარებით მუდმივად შენარჩუნებად ხაზოვან ტოპოგრაფიულ კონტურებზე (გზები, მდინარეები, არხები, ხევები და სხვა).
6.კვარტალის საზღვრების დადგენისას კვარტალის ფარგლებში მოქცეული ნაკვეთების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 500-ს.
7.ზონის, სექტორის, კვარტალის საზღვრების ამსახველი დოკუმენტაციის ერთი ეგზემპლარი უნდა ინახებოდეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
8.სარეგისტრაციო სამსახურში თვალსაჩინო ადგილზე უნდა იქნეს გაკრული შესაბამისი სარეგისტრაციო ზონის, სექტორებისა და კვარტალების საზღვრების ნახაზი.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.