1.სარეგისტრაციო წარმოების ვადის განმავლობაში რეგისტრატორი იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის განხორციელებაზე უარის თქმის თაობაზე, თუ: ა) დადგენილია არსებითი წინააღმდეგობის არსებობა სარეგისტრაციოდ წარდგენილ უფლებასა და საჯარო რეესტრში უკვე რეგისტრირებულ უფლებრივ მდგომარეობას შორის, რაც შეუძლებელს ხდის რეგისტრაციას; ბ) სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლება არ ექვემდებარება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას; გ) სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე უფლების დამადასტურებელი საბუთი ბათილად, ძალადაკარგულად ან არარად არის ცნობილი; დ) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებულია (გამოცემულია) ან დამოწმებულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ.
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
