1.რკინიგზა ტვირთის პირდაპირ შერეულ გადაზიდვას ახორციელებს საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლების, საჰაერო და საავტომობილო სატრანსპორტო საწარმოების (ორგანიზაციებისა და სხვათა) მონაწილეობით.
2.რკინიგზის მიერ ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვა წარმოებს ერთიანი ზედნადებისა და სხვა სატრანსპორტო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც მსვლელობის მთელ გზაზე ახლავს ტვირთს. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3316 – ვებგვერდი, 18.07.2023წ.
