1.ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვის წესი განისაზღვრება შესაბამისი სახეობის სატრანსპორტო საწარმოებს (ორგანიზაციებს და ა.შ.) შორის საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დადებული შეთანხმებებითა და ამ კოდექსით.
2.ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვის პირობები განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“ . ამ მუხლით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში გამოიყენება შესაბამისი სახეობის ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის წესები.
3.ტვირთის პირდაპირ შერეულ გადაზიდვაში მონაწილეობენ: ა) რკინიგზის სადგური, რომელიც განკუთვნილია ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მომსახურების გასაწევად (სამუშაოს შესასრულებლად); ბ) საზღვაო ნავსადგური, ავტოსადგური, აეროპორტი.
4.ვაგონ-ცისტერნით გადასაზიდი თხევადი ტვირთი, აგრეთვე ტივად შეკრული ხე-ტყე არ მიიღება პირდაპირ შერეულ გადაზიდვაში, გარდა ტვირთის ბორნით გადაზიდვის შემთხვევისა.
5.პირდაპირი შერეული გადაზიდვისთვის დაშვებული იმ ტვირთის ნუსხა, რომელსაც უნდა ახლდეს ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) გამცილებელი, განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“.
