საქართველოს სარკინიგზო კოდექსი
Статья 62. საგანგებო, მათ შორის, საომარი მდგომარეობის, მობილიზაციის დროს და სხვა საგანგებო სიტუაციებში რკინიგზის მუშაობის ორგანიზება
1. საგანგებო, მათ შორის, საომარი მდგომარეობის, მობილიზაციის დროს და სხვა საგანგებო სიტუაციებში სარკინიგზო ტრანსპორტის საწარმოები (ორგანიზაციები და ა. შ.), სახელმწიფო ხელისუფლების ცენტრალურ ორგანოებსა და მუნიციპალიტეტებთან ერთად ახორციელებენ შესაბამის დაუყოვნებლივ ღონისძიებებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. პასუხისმგებლობა რკინიგზის მუშაობის განზრახ შეფერხების, შეწყვეტისა და ტექნიკური საშუალებების დაზიანებისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4853 - სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.176 საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6968 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
