„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით
Статья 26. საპენსიო სქემის შეწყვეტა
1. საპენსიო სქემის შეწყვეტის საფუძველია: ა) დამფუძნებლის მიერ ყველა მონაწილის მიმართ პენსიების გაცემის ვალდებულების შესრულება; ბ) მონაწილეთა სხვა საპენსიო სქემებში გადასვლა; გ) საპენსიო სქემიდან მონაწილეთა გასვლა; დ) მეანაბრის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობა; ე) დამფუძნებლის გადაწყვეტილება; ვ) დამფუძნებლის მიერ არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის ვალდებულებების შეუსრულებლობა, რომელიც დასტურდება სასამართლოს გადაწყვეტილებით; ზ) დამფუძნებლის ფინანსური მდგომარეობის არამდგრადობა; თ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საპენსიო სქემის რეგისტრაციის გაუქმება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ე “, „ ვ “ და „ ზ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საპენსიო სქემის შეწყვეტის შესახებ სარჩელი სასამართლოში შეიძლება წარადგინოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.
3. დამფუძნებლის მიერ საპენსიო სქემის შეწყვეტისას დამფუძნებელი ვალდებულია ამ გადაწყვეტილების შესახებ აცნობოს ყველა მონაწილეს და საქართველოს ეროვნულ ბანკს საპენსიო სქემის შეწყვეტამდე სულ ცოტა ექვსი თვით ადრე.
4. საპენსიო სქემა შეწყვეტილად ითვლება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საპენსიო სქემების რეესტრში საპენსიო სქემის შეწყვეტის შესახებ ჩანაწერის შეტანის მომენტიდან.
