„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით
Статья 40. გარდამავალი დებულებები
ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშაოს და გამოსცეს შემდეგი ნორმატიული აქტები: ა) საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესის შესახებ; ბ) არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ფინანსური მდგრადობის შეფასების წესის შესახებ; გ) საპენსიო სქემის რეგისტრაციის წესის შესახებ; დ) საპენსიო სქემის წესების შესახებ; ე) არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის რეზერვის – საპენსიო ვალდებულების შექმნის წესის შესახებ; ვ) არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის, რომელიც არ არის სადაზღვევო ორგანიზაცია, საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესის შესახებ; ზ) არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის ხელშეკრულების მინიმალური მოთხოვნების შესახებ; თ) საპენსიო სქემის მონაწილეთა და სამეთვალყურეო საბჭოს ინფორმირების წესის შესახებ; ი) საპენსიო სქემის დამფუძნებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ; კ) დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანებისა და პროფესიული კავშირის მიერ საპენსიო სქემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესის შესახებ; ლ) საპენსიო სქემის დამფუძნებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისათვის ინფორმაციის მიწოდების წესის შესახებ; მ) საპენსიო სქემის საბუღალტრო აღრიცხვის წესის შესახებ; ნ) საპენსიო სქემის ანგარიშგების, არასახელმწიფო საპენსიო სქემის მონაწილეთა და მეანაბრეთა რეესტრის წარმოების წესის შესახებ; ო) მუდმივი პენსიების დანაგროვის ფონდის განსაზღვრის წესის შესახებ; პ) (ამოღებულია - 14.07.2020, №6813); ჟ) (ამოღებულია - 14.07.2020, №6813); რ) აქტივების მმართველ კომპანიასთან ხელშეკრულების დადების წესის შესახებ; ს) აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ; ტ) (ამოღებულია - 14.07.2020, №6813); უ) (ამოღებულია - 14.07.2020, №6813); ფ) (ამოღებულია - 14.07.2020, №6813); ქ) სპეციალიზებულ დეპოზიტართან ხელშეკრულების დადების წესის შესახებ; ღ) სპეციალიზებული დეპოზიტარის საპენსიო აქტივების შენახვის ვალდებულების განსაზღვრის წესის შესახებ; ყ) დამსაქმებლის საწესდებო კაპიტალში საპენსიო აქტივების ინვესტირების შეზღუდვის სახელმძღვანელო პირობების შესახებ; შ) საპენსიო სქემების დამფუძნებლების, აქტივების მმართველი კომპანიებისა და სპეციალიზებული დეპოზიტარების ნებაყოფლობითი გაერთიანებების შექმნის წესის შესახებ; ჩ) არასახელმწიფო საპენსიო რეზერვების დაფარვის მიზნით დასაშვები აქტივებისა და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესის შესახებ. საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1813 - სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ. 155 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4325 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.440 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2833 - სსმ I, №19, 13.04.2010 წ., მუხ. 107 საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6813 – ვებგვერდი, 22.07.2020წ. თავი X დასკვნითი დებულება
