Статья 38. გარდამავალი დებულებები
1. საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 15 აგვისტომდე უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცება.
2. სამეთვალყურეო საბჭომ 2018 წლის 15 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონით დადგენილი წესით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა.
3. ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების მიღება.
4. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საპენსიო სააგენტომ 2018 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების მიღება.
5. საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარის არჩევამდე სამეთვალყურეო საბჭო უფლებაუნარიანია 3 წევრის შემადგენლობით.
6. სამეთვალყურეო საბჭოს პირველ თავმჯდომარეს ირჩევს საქართველოს მთავრობა.
7. საპენსიო ფონდის მართვის საკომისიო არ უნდა აღემატებოდეს საპენსიო აქტივების 0,50 პროცენტს.
8. საქართველოს პარლამენტი ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საინვესტიციო საბჭოს პირველი შემადგენლობის 2 წევრს აირჩევს 3 წლის ვადით.
9. ამ კანონის ამოქმედებიდან 5 წლის განმავლობაში საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდება მხოლოდ ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში. 9 1 . საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საპენსიო სააგენტომ 2024 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს დაბალანსებული (საშუალორისკიანი) საინვესტიციო პორტფელის ამ კანონის 27-ე მუხლის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტთან შესაბამისობა, აგრეთვე დინამიკური (მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელის ამ კანონის 27-ე მუხლის მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტთან შესაბამისობა.
