1.დამფუძნებლის მიერ პენსიის მორიგი გაცემის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ამ პერიოდისათვის პენსიების გასაცემად საკმარისი აქტივების უქონლობის შემთხვევაში მონაწილენი ითვლებიან დამფუძნებლის კრედიტორებად და უფლება აქვთ პირადად, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ან სხვა წარმომადგენლის მეშვეობით წარადგინონ სარჩელი სასამართლოში დამფუძნებლის გადახდისუუნაროდ (ბანკროტად) ცნობის შესახებ.
2.პროფესიული საპენსიო სქემის მეანაბრე დამსაქმებლის ლიკვიდაციის შემთხვევაში მონაწილის სარჩელი მის სასარგებლოდ საპენსიო შენატანების გადახდის შესახებ, როგორც მოთხოვნა შრომის ანაზღაურებაზე, დაკმაყოფილდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3.პროფესიული საპენსიო სქემის მონაწილეს უფლება აქვს აღძრას სარჩელი პროფესიული საპენსიო სქემის მეანაბრე დამსაქმებლის მიმართ ხელშეკრულებით განსაზღვრული წესის დარღვევისათვის.
4.სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით მის ნებისმიერ წევრს ან მუშაკთა უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელს უფლება აქვს დაიცვას მონაწილეთა ინტერესები დამსაქმებლის წინააღმდეგ არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის განხორციელებისას მათი უფლებების შეზღუდვის შემთხვევაში.
5.მონაწილეს უფლება აქვს წარადგინოს სარჩელი სასამართლოში დამფუძნებლის, აქტივების მმართველი კომპანიის, სპეციალიზებული დეპოზიტარის ან სხვა პირის წინააღმდეგ არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის განხორციელებისას მისი უფლებების შეზღუდვის გამო.
6.მონაწილეთა მიმართ არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის მოვალეობათა შესრულების მიზნით დამფუძნებელმა უნდა შექმნას საკუთარი რეზერვი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ნორმატივის შესაბამისად.
7.მონაწილეთა ინტერესების დაცვის მიზნით დამფუძნებელი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საგარანტიო, საკომპენსაციო, სადაზღვევო, საგადაზღვევო ან სხვა ფონდებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად. საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1813 - სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ.155 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4325 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.440 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1691 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.174






