ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ
Только для информации — не юридическая консультация.
1. „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული სუბიექტები, რომლებიც არეგისტრირებენ საპენსიო სქემას ან/და ჩართული არიან საპენსიო სქემის მართვასა და ადმინისტრირებაში, ვალდებული არიან საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე, ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელების გარდა, განახორციელონ საპენსიო სქემის მონაწილის/ბენეფიციარის იდენტიფიკაცია და სანდო და დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით მისი ვერიფიკაცია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საპენსიო სქემის მონაწილის/ბენეფიციარის ვერიფიკაცია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ნაკლები რისკების არსებობისას შეიძლება დასრულდეს საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ, თუ ეს აუცილებელია კლიენტის მომსახურების შეფერხების თავიდან ასაცილებლად. ამ შემთხვევაში საპენსიო სქემის მონაწილის/ბენეფიციარის ვერიფიკაცია რაც შეიძლება სწრაფად, გონივრული შესაძლებლობის ფარგლებში უნდა დასრულდეს.
3. „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულმა საპენსიო კომპანიამ, აქტივების მმართველმა კომპანიამ და მზღვეველმა, რომლებიც არეგისტრირებენ საპენსიო სქემას ან/და ჩართული არიან საპენსიო სქემის მართვასა და ადმინისტრირებაში, საპენსიო სქემის მონაწილე/ბენეფიციარი რისკფაქტორად უნდა განიხილონ, ხოლო ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების მომეტებული რისკის გამოვლენისას საპენსიო დანაგროვის გაცემამდე ამ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად უნდა განახორციელონ გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის, საპენსიო სქემის მონაწილის/ბენეფიციარის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ უნდა განახორციელონ ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებები. საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2889 – ვებგვერდი, 24.05.2023წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3344 – ვებგვერდი, 19.07.2023წ.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ
„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით