1.იარაღის ბალისტიკური შემოწმებით დგინდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას სამოქალაქო იარაღისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის მახასიათებლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებთან შესაბამისობა, განისაზღვრება იარაღის სახე, ტიპი, მოდელი, ძირითადი მახასიათებლები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მონაცემები. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ტყვია-მასროთეკაში განთავსების მიზნით იარაღიდან ექსპერიმენტული გასროლა ხორციელდება.
