1.სამხედრო პროდუქციის დამზადებას, წარმოებას, სამხედრო პროდუქციის შეკეთებას (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით), სამხედრო პროდუქციით ვაჭრობას ახორციელებს აღნიშნული საქმიანობის უფლების მქონე იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე შესაბამისი გენერალური ლიცენზიის საფუძველზე.
2.ამ კანონის მე-6 მუხლის 10 1 –10 3 პუნქტებით განსაზღვრულ გენერალურ ლიცენზიებს გასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.
3.ამ კანონის მე-6 მუხლის 10 1 –10 3 პუნქტებით განსაზღვრული გენერალური ლიცენზიების მისაღებად იურიდიულმა პირმა ან ინდივიდუალურმა მეწარმემ ამავე კანონით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარადგინოს: ა) მონაცემები იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ; ბ) იმ პირთა სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პროფესიის, სამუშაო ადგილის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით, ნასამართლობის/უფლების ჩამორთმევის, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ცნობების წარმოდგენით), რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ სამხედრო პროდუქციის დამზადებასთან, წარმოებასთან, შეკეთებასთან (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მისით ვაჭრობასთან; გ) იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა (მისამართების მითითებით), რომლებშიც უნდა განხორციელდეს სამხედრო პროდუქციის დამზადება, წარმოება, შეკეთება (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მისით ვაჭრობა; დ) შესაბამის შენობა-ნაგებობაში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) შესაბამისი შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) შესაბამისი შენობა-ნაგებობის სათანადო დაცვისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია.
4.ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი დანაყოფები.
5.ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები და შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემი უფლებამოსილი პირი განისაზღვრება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტით.
6.ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემს შესაბამისი შენობა-ნაგებობის დაცვის უფლებამოსილების მქონე (დაცვისათვის პასუხისმგებელი) სუბიექტი (სამსახური). საქართველოს 2013 წლის 29 ნოემბრის კანონი №1684 - ვებგვერდი, 16.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2472 - ვებგვერდი, 12.06.2014წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3704 - ვებგვერდი, 30.06.2015წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1706 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2628 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4080 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5771 – ვებგვერდი, 23.03.2020წ. საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4170 – ვებგვერდი, 29.05.2024წ. მუხლი 9 2 . დროებით ბანკზე საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემა „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დროებით ბანკზე საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემისას საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს ამ კანონით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ან/და გამარტივებული პროცედურა. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5663 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. მუხლი 9 3 . სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზიის გამცემი ორგანო და მისი გაცემის საფუძველი 1. სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზიას გასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
2.სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზიის მაძიებელი და ლიცენზიის მფლობელი შეიძლება იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული რეზიდენტი.
3.სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელმა ამ კანონით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარადგინოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია. საქართველოს 2020 წლის 19 თებერვლის კანონი №5722 – ვებგვერდი, 24.02.2020წ. მუხლი 9 4 . საბანკო საქმიანობის პირობითი ლიცენზია 1. ფინანსური სექტორის სტაბილურობისა და განვითარების ხელშეწყობისათვის, ასევე საბანკო სექტორის ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შორის, ადგილობრივ ბაზარზე არსებითად ახალი და ინოვაციური ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების და ფინანსურ მომსახურებაზე მომხმარებელთა წვდომის გაზრდის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია იურიდიულ პირზე გასცეს პირობითი ლიცენზია კომერციული ბანკის ლიცენზირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით მინიმალურ კაპიტალთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნების დროებით გამარტივებით. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პირობითი ლიცენზიის გაცემისას, რისკების შემცირების მიზნით, განსაზღვროს შესაბამისი შეზღუდვები ან/და ინდივიდუალური/დამატებითი მოთხოვნები, მათი სრულად დაკმაყოფილების ეტაპები და ვადები.
2.საბანკო საქმიანობის პირობითი ლიცენზიის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1798 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.
