შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
Статья 17. შვილად აყვანის უპირატესი უფლება
1. გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს მის ნათესავს. ამ შემთხვევაში ნათესავად ითვლება პირი, რომლისთვისაც გასაშვილებელი ბავშვი არის და, ძმა, შვილიშვილი, დისშვილი, ძმისშვილი, გერი ძმის შვილი, გერი დის შვილი, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ბიძა, დეიდა, მამიდა ან რომელიმე მათგანის შვილი, დედინაცვალი, მამინაცვალი. შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს ასევე მიმღებ ოჯახს – დედობილს ან/და მამობილს – ბავშვის მინდობით აღსაზრდელად გადაცემიდან არა უადრეს 6 თვისა. შვილად აყვანის უპირატესი უფლებით სარგებლობს ასევე ის მშვილებელი, რომელსაც უკვე ჰყავს შვილად აყვანილი გასაშვილებელი ბავშვის და ან/და ძმა. შვილად აყვანის უპირატესი უფლება აგრეთვე გამოიყენება შვილად აყვანის თაობაზე ბავშვის ბიოლოგიური მშობლისა (მშობლებისა) და მშვილებლის მიერ სააგენტოსთვის ერთობლივი მიმართვის შემთხვევაში, რა დროსაც დაცული უნდა იქნეს ამ კანონით გათვალისწინებული შვილად აყვანის პირობები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც არის გასაშვილებელი ბავშვის ნათესავი ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირთა წრის ფარგლებში.
