საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Статья 1254. შვილად აყვანას დაქვემდებარებული ბავშვი
ბავშვი შვილად აყვანას ექვემდებარება, თუ: ა) მისი მშობელი (მშობლები) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა; ბ) მას არ ჰყავს არც ერთი მშობელი; გ) იგი აღიარებული იქნა მიტოვებულ ბავშვად; დ) მის მშობელს (მშობლებს) ჩამოერთვა (ჩამოერთვათ) მშობლის უფლება; ე) ყველა მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადა მის გაშვილებაზე დადგენილი წესით. საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.414 საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2382 - სსმ I, №50, 31.12.2009 წ . , მუხ . 399 საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6494 – ვებგვერდი, 02.07.2012წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №748 - ვებგვერდი, 24.05.2017წ.
