1.მშვილებლის მოთხოვნით, კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის მოტივით , ბავშვს შეიძლება შეეცვალოს სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და დაბადების თარიღი. დაბადების თარიღი არ შეიძლება შეიცვალოს 1 თვეზე მეტი ვადით.
2.მშვილებლის მოთხოვნით ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში იგი მიეთითება ნაშვილების მშობლად.
