Статья 42. ნაშვილების ან/და მისი მშობლის (მშობლების) შესახებ მონაცემების შეცვლა
1. შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვის უზრუნველსაყოფად ნაშვილების სახელის, გვარის, დაბადების ადგილის, დაბადების თარიღის, პირადი ნომრის და მისი მშობლის (მშობლების) შესახებ მონაცემების მშვილებლის (მშვილებლების) შესახებ მონაცემებით შეცვლა ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შვილად აყვანის რეგისტრაციისას.
2. ნაშვილების ან/და მისი მშობლის (მშობლების) შესახებ მონაცემების შეცვლის შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებები შეიტანება ნაშვილების დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დაბადების ხელახალი რეგისტრაციის შემთხვევისა.
3. ნაშვილების შესახებ მონაცემის (მონაცემების) შეცვლის შემთხვევაში ხორციელდება ნაშვილების დაბადების ხელახალი რეგისტრაცია, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
4. 18 წლამდე ნაშვილებს პირადი ნომერი შეეცვლება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ამ შემთხვევაში განხორციელდება ნაშვილების დაბადების ხელახალი რეგისტრაცია. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №749 - ვებგვერდი, 24.05.2017წ.
