შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
Статья 8. მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირი
1. მინდობით აღზრდას ექვემდებარება 18 წლამდე ასაკის პირი: ა) რომელიც არის ობოლი; ბ) რომლის მშობელიც (მშობლებიც) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა; გ) რომლის მშობელსაც (მშობლებსაც) შეეზღუდა (შეეზღუდათ), ჩამოერთვა (ჩამოერთვათ) ან შეუჩერდა (შეუჩერდათ) მშობლის უფლება-მოვალეობები. 1 1 . მინდობით აღზრდას ექვემდებარება ასევე 18 წლამდე ან 18-დან 21 წლამდე ასაკის პირი, რომლის მიმართ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განრიდების ღონისძიების სახით გამოიყენება მინდობით აღსაზრდელად განთავსება. 1 2 . განრიდების ღონისძიების სახით გამოსაყენებელი მინდობით აღსაზრდელად განთავსების წესი და პროცედურები განისაზღვრება „განრიდებისა და მედიაციის შესახებ პროკურორებისთვის სახელმძღვანელო მითითებებისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
2. მინდობით აღზრდას დაქვემდებარებულ პირთა რეგისტრაცია ხორციელდება მინისტრის მიერ დადგენილი წესით. საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6494 – ვებგვერდი, 02.07.2012წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3354 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3717 - ვებგვერდი, 24.06.2015წ. თავი II შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოები და მათი უფლებამოსილებანი
