საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Статья 1283. პირი, რომელიც მეურვედ, მზრუნველად ან მხარდამჭერად არ შეიძლება დაინიშნოს
Редакция №138 Сверено с действующей редакцией · 1 апр. 2026 г.
მეურვედ, მზრუნველად ან მხარდამჭერად არ შეიძლება დაინიშნოს პირი: ა) რომელსაც 18 წლის ასაკისთვის არ მიუღწევია; ბ) რომელიც სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო; გ) რომელსაც მშობლის უფლება ჩამოერთვა ან შეეზღუდა მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შესრულებისათვის თავის არიდების გამო; დ) რომელიც მეურვის, მზრუნველის ან მხარდამჭერის მოვალეობისაგან განთავისუფლებულია მისი არაჯეროვნად შესრულების გამო. საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.414 საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
